Wednesday, March 16, 2011

გაბნეული მარგალიტები



პროექტის სახელი:,,გაბნეული მარგალიტები,,
პროექტის მოკლე აღწერა    მოსწავლეები მოიძიებენ სოფელში არსებულ ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს. შექმნიან ციფრულ ლიტერატურულ  ჟურნალს.
პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეები გაეცნობიან სოფელში დღემდე არსებულ ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, ხანდაზმული ადამიანებისგან ჩაიწერენ  ნიმუშების სხვადასხვა ვარიანტს. შეხვდებიან სოფელში მცხოვრებ  სახალხო მთქმელებს.გადაიღებენ ფოტოებს. მოამზადებენ ინტერვიუებს. შექმნიან ციფრულ ლიტერატურულ ჟურნალს.
მონაწილეთა ასაკი/კლასი:     IX კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:       აპრილი–ივნისი
შესაძლო აქტივობები კლასში:       მოსწავლეები ხალხური სიტყვიერების ანთოლოგიაში მონახავენ მოძიებული მასალის თემებზე შექმნილ ნიმუშებს. იმსჯელებენ მათ მსგავსება–განსხვავებაზე. 
შედეგი:  ლიტერატურულ წყაროებთან მუშაობის უნარის განვითარება. დამოუკიდებლად კვლევისა და ძიების პრაქტიკა.
სარგებელი სხვებისთვის  საზოგადოება გაიცნობს სოფელში არსებულ სიტყვიერების ნიმუშებს და სახალხო მთქმელებს.
სამუშაო ენა: ქართული  
საგნებთან კავშირი:  ლიტერატურა,  ისტორია,  ისტ
პროექტის ფასილიტატორი:  თამარ ყულიაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tamaryuliasvili@gmail.com ტელ:871992737